უმძიმესი ამბავი წყალტუბოში - პატარა თომა ტრაგიკულად დაიღუპა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების გაერთიანება სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს.  

"წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების გაერთიანება ღრმა მწუხარებას გამოთქვამს, #2 ბაღის აღსაზრდელის, თომა ჩიხლაძის ტრაგიკულად გარდაცვალების გამო", - აღნიშნულია ინფორმაციაში. 

როგორც კომენტარებიდან ირკვევა, ბავშვმა ლურსმანი გადაყლაპა.