უმისამართო სროლა გლდანში

თვითმხილველების ინფორმაციით, გლდანში კაცი საცხოვრებელი კორპუსიდან დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში ისროდა და  ყვიროდა "ჟიზნ ვარამ".

ადგილობრივების თქმით, ის სამართალდამცველებს სახლის კარს არ უღებს და მათ სიცოცხლის მოსპობით ემუქრება. ინფორმაციას "მთავარი" არხი ავრცელებს. 

report.ge დეტალების გარკვევას შინაგან საქმეთა სამინისტროში ცდილობს.