23 ოქტომბერს საქართველოში დღე უნალექოდ ჩაივლის

23 ოქტომბერს, საქართველოში უნალექო ამინდია მოსალოდნელი. თბილისში, ჰაერის ტემპერატურა +24 გრადუსამდე გათბება.

ბათუმში, ტემპერატურა +23 გრადუსი იქნება. ზუგდიდში კი +24 გრადუსია ნავარაუდები.

+25 გრადუსი სითბოა მოსალოდნელი ქუთაისში.

თელავში, ჰაერის ტემპერატურა +23 გრადუსს მიაღწევს, ლაგოდეხში +25 გრადუსი იქნება, სიღნაღში კი +22 გრადუსია მოსალოდნელი.

მესტიაში ჰაერი +22 გრადუსამდე გათბება. ცაგერში +25, ბახმაროში კი +18 გრადუსი იქნება.