,,უნდა გამკაცრდეს რეგულაციები და მის შესრულებაზე კონტროლი" - ცერცვაძე

უნდა გამკაცრდეს რეგულაციები და კონტროლი მის შესრულებაზე. ეს არის გზა, რომ მესამე ტალღა თავიდან ავიცილოთ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განუცხადა.

მისი თქმით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ მეორე ტალღა შემსუბუქდეს.

როგორც ცერცვაძემ განმარტა, საქართველოში ევროპის ქვეყნებთან შედარებით რბილი ლოქდაუნია.

„აშშ-სა და ევროპაში არის ვარაუდი, რომ თებერვლიდან მესამე ტალღა დაიწყება. ჩვენ გვინდა თებერვლამდე მეორე ტალღა მინიმუმამდე დავიყვანოთ. სტაბილიზაცია უკვე მოხერხდა. იყო 4-5 ათასი შემთხვევა და ახლა არის ათასიდან 2 ათასამდე შემთხვევა. საქართველოში ევროპის ქვეყნებთან შედარებით არის რბილი ლოქდაუნი. საქართველოში კერძო მანქანებით ქუჩები გადავსებულია, რასაც იქ ვერ ნახავთ“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.