უნდა მიიღოს თუ არა ანტიბიოტიკი კოვიდინფიცირებულმა

აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის გენერალური დირექტორი დავით გადელია კოვიდპაციენტებს, რომლებიც მკურნალობას ბინაზე გადიან, რეკომენდაციებს აძლევს.

როგორც დავით გადელია აცხადებს, დაინფიცირებიდან განსაკუთრებით პირველი 4-5 დღის განმავლობაში, ანტიბიოტიკის მიღება დაუშვებელია.

“არც ერთი წამალი არ უნდა მიიღოს თუნდაც მსუბუქად დაავადებულმა პაციენტმა, ზოგადი ტელევიზორიდან ან გაზეთიდან მიღებული რჩევით. ერთადერთი შემიძლია გითხრათ ასეთი რამ - თუ გაქვთ კოვიდი, ხართ სახლის პირობებში, გააკეთეთ სუნთქვითი ვარჯიშები, იყიდეთ ბუშტები, გაბერეთ რამდენჯერმე ეს ბუშტი, წოლის დროს შეეცადეთ, რომ 15 წუთი 4-ჯერ დღის განმავლობაში გულაღმა იწვეთ. ყველაზე მნიშვნელოვანი არის სუნთქვითი ვარჯიშები. რაც შეეხება მედიკამენტებს, გეუბნებით, რომ არავითარ შემთხვევაში არ მიიღოთ პირველი 4-5 დღის განმავლობაში ანტიბიოტიკები. ვირუსს ეს არაფერს არ აკლებს, მხოლოდ მეორე ტალღაზე, ისიც მხოლოდ და მხოლოდ ექიმის დანიშნულებით შესაძლოა სპეციფიკური ანტიბიოტიკის მიღება,:- აცხადებს დავით გადელია.

ამასთან, როგორც კლინიკის დირექტორი აღნიშნავს, კლინიკებში ბევრი ისეთი პაციენტია მოთავსებული, რომელთაც ამის საჭიროება არ აქვთ.