Unesco-მ თბილისი 2021 წლის წიგნის მსოფლიო დედაქალაქად დაასახელა

UNESCO-ს გადაწყვეტილებით, თბილისი 2021 წლის წიგნის მსოფლიო დედაქალაქი იქნება. ამის შესახებ  ინფორმაცია UNESCO-ს ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა. 

წიგნის მსოფლიო დედაქალაქის სტატუსის მოსაპოვებლად, თბილისის მერიამ და თბილისის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანებამ განაცხადი საქართველოს იუნესკოს საქმეთა ეროვნული კომისიის (საგარეო საქმეთა სამინისტრო) მხარდაჭერით მიმდინარე წლის მაისში წარადგინეს.

UNESCO-ს ინფორმაციით, დღესასწაულის აღნიშვნა დაიწყება 2021 წლის 23 აპრილს, წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღეს.

2010 წელს წიგნის მსოფლიო დედაქალაქის სტატუსი ლუაკა-ლუმპურსა და შარჯას ჰქონდა, 2018 წელს – ათენს, 2017 წელს – კონაკრის, 2016 წელს კი ვროცლავს.