ანრი ოხანაშვილის შეურაცხყოფისთვის ერთი პირი დააკავეს

დეპუტატ ანრი ოხანაშვილის შეურაცხყოფისა და მუქარისთვის ერთი პირი დააკავეს. 

პარლამენტის წევრს, ბაკურიანის ერთ-ერთ რესტორანში, სადაც ის მეუღლესთან და მცირეწლოვან შვილებთან ერთად ვახშმობდა, ერთ-ერთმა პირმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და დაემუქრა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 151-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ან/და ქონების განადგურების მუქარას გულისხმობს.