ურეკში 20 წლის ბიჭს ეძებენ

გუშინ, 15 აგვისტოს, ურეკში 20 წლის ბიჭი დინებამ წაიღო.

არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა კაცი ბიძაშვილთან ერთად იმყოფებოდა. მაშველებმა მისი ბიძაშვილის გადარჩენა შეძლეს, 20 წლის ბიჭს კი ამ დრომდე ეძებენ.

ინფორმაციას "გურია ნიუსი" ავრცელებს.