ურეკში ახალგაზრდა კაცის ცხედარი იპოვეს

ორდღიანი ძებნის შემდეგ, მაშველებმა ურეკში დაკარგული ახალგაზრდა კაცის ცხედარი იპოვეს. როგორც report.ge-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ცხედარი ზღვაში გუშინ გვიან ღამით იპოვეს.

15 აგვისტოს ორი ახალგაზრდა წყლიდან გამოსვლას ვერ ახერხებდა. ერთის გამოყვანა მაშველებმა შეძლეს, მეორე კი წყალში გაუჩინარდა.

სამძებრო სამუშაოებში 17 მაშველი, 4 მყვინთავი, 6 მცურავი საშუალება და დრონი იყო ჩართული.