ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილების თანახმად სააღმზრდელო პროცესი რეკომენდაციების დაცვით განახლდება.
ბაღში არ დაიშვება ტემპერატურის (სიცხის) მქონე, ხველის, ცემინების, სურდოს და რესპირატორული დაავადებისთვის დამახასიათებელი სხვა სიმპტომების მქონე ბავშვი;
ბაღის შენობაში არ დაიშვებიან მშობლები;
ბაღის შესასვლელთან აუცილებელი იქნება ორმეტრიანი დისტანციის დაცვა;
დღის დასაწყისში, შესასვლელში ჩატარდება თერმოსქრინინგი. სიცხის დაფიქსირების შემთხვევაში, ადგილზე მოხდება გადამოწმება ვერცხლისწყლის თემომეტრით;
ტემპერატურის გაზომვა ხდება სამედიცინო, უკონტაქტო, ინფრაწითელი თერმომეტრით. მას არ აქვს არანაირი გამოსხივება და სრულიად უვნებელია;
დღის განმავლობაში ბავშვის შეუძლოდ გახდომის შემთხვევაში, მას მშობლის მოსვლამდე გადაიყვანენ ცალკე, სპეციალურად გამოყოფილ ოთახში. მშობლის გონივრულ ვადაში გამოუცხადებლობის შემთხვევაში, ბაღის ადმინისტრაცია ვალდებულია, დაუკავშირდეს 112-ს, ბავშვისთვის შესაბამისი სამედიცინო მომსახურების მიღების მიზნით;
აკრძალულია ბაღში სახლიდან სათამაშოების მიტანა;
ბაღში ბავშვები არ ატარებენ პირბადეს;
ბავშვის ჩვეულებრივ დროზე ადრე გაყვანის შემთხვევაში, მშობლები ბაღის აღმზრდელებს უნდა დაუკავშირდნენ 10 წუთით ადრე, რათა მოესწროს ბავშვის მოზმადება;
აცნობეთ ბაღს, აქვს თუ არა ბავშვს ალერგია სპირტის კანზე მოხვედრის შემთხვევაში;
ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს მონიტორინგის ჯგუფი მუდმივ რეჟიმში განახორციელებს ბაღების შემოწმებას, რათა უზრუველყოფილი იყოს როგორც აღსაზრდელების, ისე ბაგა-ბაღების პერსონალის ჯანმრთელობა.