უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატების მოსმენა დღეიდან განახლდება

პარლამენტში, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატების მოსმენა დღეიდან განახლდება. 

დღევანდელ სხდომაზე მოსამართლეობის კანდიდატ მაია ვაჩაძეს მოუსმენენ.

ცნობისთვის, იურიდიულმა კომიტეტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ხუთ კანდიდატს: თამარ ალანიას, მერაბ გაბინაშვილს, მირანდა ერემაძეს, შოთა გეწაძეს და მამუკა ვასაძეს უკვე მოუსმინა.