ვაგონის გაუმართაობამ თბილისის მეტროსადგურების პარალიზება გამოიწვია

როგორც Report.ge-ს მგზავრებმა აცნობეს, მეტროსადგურ „მარჯანიშვილზე“ მოძრავი მატარებელი მწყობრიდან გამოვიდა.

„მატარებელი აღარ მოძრაობდა. შემდეგ მემანქანემ თქვა, რომ გაფუჭდა. მგზავრებს ძალიან შეგვეშინდა. ცოტა ხანში გაფუჭებული ვაგონიდან გამოგვიყვანეს და სხვა ვაგონებში ჩაგვსვეს,“- აცხადებს მგზავრი სოფო ცირეკიძე.
თბილისის სატრანსპორტო კომპანიის პრესსამსახურში report.ge-ს უთხრეს, რომ ტექნიკური ხარვეზის გამო აღნიშნულ ხაზზე შეფერხება 20 წუთით დაფიქსირდა. ამ დროისთვის ხარვეზი აღმოფხვრილია.