ვახო ჭუმბურიძის შვილის საქმეზე ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა 

თბილისის საქალაქო სასამართლომ არასრულწლოვანი გოგონას მიმართ ადევნების და მუქარის ფაქტზე ბრალდებულ რ.ნ.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. 

შეგახსენებთ, რომ არასრულწლოვანის მამამ, ვახო ჭუმბურიძემ სოციალურ ქსელში ემოციური პოსტი გაავრცელა, სადაც დახმარებას ითხოვდა.

მალევე პროკურატრამ  გაავრცელა ინფორმაცია, სადაც ნათქვამი იყო, რომ 15 წლის გოგონას მიმართ ადევნების და მუქარის საქმეზე სასამართლოს მიმართა.