ვახტანგ გომელაური თბილისის განსაკუთრებულ დავალებათა ბაზას ეწვია

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური თბილისის განსაკუთრებულ დავალებათა ბაზას ეწვია. მან მოადგილეებტან, იოსებ ჭელიძესა და გიორგი ბუთხუზთან ერთად ბაზის ტერიტორიაზე არსებული ინფრასტრუქტურა და ახალი სპორტული დარბაზი დაათვალიედა. 

შსს-ს ცნობით, ახალი, თანამედროვე სპორტული დარბაზი ევროპულ სტანდარტებს აკმაყოფილებს. იგი აღჭურვილია უახლესი სპორტული ინვენტარით, სავარჯიშო ტრენაჟორებითა და საშხაპეებით.

"შინაგან საქმეთა მინისტრი განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის კვებითი უზრუნველყოფითაც დაინტერესდა, ბაზაზე მომსახურე თანამშრომლების კვების რაციონს გაეცნო და ყაზარმის სასადილო დაათვალიერა", - აცხადებენ შსს-ში. 

ვახტანგ გომელაურმა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელ პირებს სამუშაო პროცესთან დაკავშირებით შესაბამისი დავალებები მისცა.