სიღნაღში ახალი სახანძრო-სამაშველო სამსახურის ახალი შენობა გაიხსნა. ღონისძიებაში მონაწილეობა შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა თემურ მღებრიშვილმა, სახანძრო-სამაშველო დეპარტამენტის ხელმძღვანელებმა და
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მიიღეს.
აღნიშნულ განყოფილებაში იმუშავებს 20 მეხანძრე-მაშველი. აქ მოწყობილია სამუშაო, სასწავლო და საძინებელი ოთახები, ასევე, სპორტული დარბაზი და სამზარეულო. შენობაში გათვალისწინებულია სპეციალური სადგომი ორი სახანძრო და ერთი სამაშველო ავტომანქანისთვის.
ქალაქ სიღნაღში სახანძრო-სამაშველო შენობა 1998 წლის შემდეგ არ არსებობდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ადგილობრივი განყოფილება სხვადასხვა დანიშნულების შენობებში იყო განთავსებული.