ვაქცინაციაზე რეგისტრაციის პორტალის გამტარუნარიანობა გაიზარდა - ჯანდაცვის სამინისტრო

ვაქცინაციისთვის რეგისტრაციის ელექტრონული პორტალის მოდული განახლდა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით მისი გამტარუნარიანობა მნიშვნელოვნად გაიზარდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მომხმარებლების დიდი რაოდენობით ვებ-გვერდზე შესვლისგან მისი პარალიზების რისკი შემცირებულია. 

შეიცვალა რეგისტრაციის მეთოდიც. წინასწარი ჯავშნების შესახებ საბოლოო დასტური მოქალაქეებს მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით 24 საათის განმავლობაში მიუვათ. 

ჯანდაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ "ფაიზერის" მეორე დოზაზე ვაქცინაციის დაჯავშნა აუცილებელია შაბათს, 12:00 საათამდე განხორციელდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში მოქალაქეების რეგისტრაცია ავტომატურ რეჟიმში მოხდება.