ვაქცინაციის საიტზე შეფერხებაა

ვაქცინაციის საიტზე https://booking.moh.gov.ge ამ დროისთვის შეფერხებაა. მოქალაქეები მონაცემების შევსებას და ჯავშნების გაკეთებას ვერ ახერხებენ. 

]ნობისთვის, დღეს საქართველოში "ფაიზერის" ვაქცინა შემოვიდა. ვაქცინაციისთვის რეგისტრაცია 15:00 საათზე უნდა დაწყებულიყო. ხოლო მოქალაქეები "ფაიზერით" აცრას 16 ივლისიდან შეძლებენ.

"ფაიზერით" აცრა მხოლოდ 7 კლინიკაში იქნება შესაძლებელი.

ნახეთ, როდის შეძლებთ რეგისტრაციას და აცრას.