ვაქცინების შესაძენად საქართველო გრანტს მიიღებს

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და კომპანია Nestlé-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ინფორმაციით, დოკუმენტი, ვაქცინების შესყიდვის მიზნით, საქართველოსთვის 100 000 შვეიცარული ფრანკის ოდენობის საგრანტო დახმარების გამოყოფას ითვალისწინებს.

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის მიზანი ვაქცინების ფართო და სამართლიანი განაწილებაა.

Nestle ფლობს ისეთ ბრენდებს, როგორიცაა - KitKat, Nescafé, Nespresso, Nesquik -ი და სხვა. კომპანია მსოფლიოს 186 ქვეყანაში ოპერირებს