ვაქცინის გაკეთება შესაძლებელია ქიმიის კურსის შუალედებში - ირმა კვიცარიძე

გერმანიაში მცხოვრები ქართველი ექიმი ირმა კვიცარიძე სოციალურ ქსელში ონკოლოგიურ პაციენტებს მიმართავს და ამბობს, რომ Covid-19-ის ვაქცინის გაკეთება შესაძლებელია ქიმიის კურსის მიმდინარეობისას და ის არ არის საშიში.

"კოლეგებო ნუ აპანიკებთ ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ადამიანებს! ბევრი თქვენთაგანი( იდენტიფიცირებისაგან შეგნებულად ვიკავებ თავს) ეუბნება პაციენტებს რომ დაასრულონ ქიმიის სრული კურსი და მერე გაიკეთონ ვაქცინა!

მერე შესაძლოა იყოს გვიან!

ვაქცინის გაკეთება შესაძლებელია ქიმიის კურსის შუალედებში და ის არ არის საშიში!", - ნათქვამია კვიცარიძის Facebook პოსტში.