ვანო მერაბიშვილი პატრიარქს შეხვდა

ყოფილი პრემიერ-მინისტრის და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, ვანო მერაბიშვილის ინფორმაციით, ის დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს - პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს შეხვდა. 

მერაბიშვილმა ამის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა.

"დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს შევხვდი და ციხეში გატარებულ პერიოდზე ვისაუბრეთ. უწმინდესმა ჯანმრთელობა და გამძლეობა მისურვა“, - წერს მერაბიშვილი.