ვარკეთილის ხიდებთან ხანძარია

თბილისში, ვარკეთილის ხიდებთან ხანძარი გაჩნდა. ცეცხლი ნაგავს და საბურავებს მოედო. 

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, შემთხვევის ადგილზე მეხანძრე-მაშველების ორი ჯგუფი მუშაობს.