ვარკეთილში ბაზრობა იწვის

ვარკეთილში, შერეულ ბაზრობაზე ხანძარი გაჩნდა.  ცეცხლი რამდენიმე მაღაზიას უკიდია. 

როგირც report.ge-ს  საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ადგილზე 13 სახანძრო-სამაშველო ბრიგადაა მობილიზებული. 

ხანძრის გამომწვები მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია. 

არავინ დაშავებულა.