ვარკეთილში ხეებს რგავენ

ვარკეთილის მაცხოვრებლები ხეებს რგავენ. 200 ძირი კედარი IV მიკრორაიონის 425-ე კორპუსთან მდებარე ფეხბურთის მოედანზე დაირგვება. „ერთად გავმწვანოთ ჩვენი საცხოვრებელი გარემო ჯანსაღი მომავლისათვის“ - ამ სლოგანით აქციის ორგანიზატორები მოქალაქეებს გამწვანების აქციაში ჩართვისკენ მოუწოდებენ.

კამპანია „გაამწვანე ვარკეთილი“, უბნის მაჟორიტარი დეპუტატის რევაზ სოხაძის ინიციატივით დაიწყო.