,,ვაწყნარებ და ერთად ველოდებით ახალი წლის დადგომას" - რა ფოტოს აქვეყნებს პრეზიდენტი - PHOTO

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში ოთხფეხა მეგობართან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს და წერს:

,,გომბორა განიცდის ფოიერვერკებს, ვაწყნარებ და ერთად ველოდებით 12 საათს და ახალი წლის დადგომას! გილოცავთ ყველას და გისურვებთ დადგეს ახალი, მშვიდი, სიხარულის მომტანი წელი!", - წერს პრეზიდენტი სოცაილურ ქსელში.