სინოპტიკოსები: ძლიერმა ნალექებმა, შესაძლოა, ზვავები და მეწყერი გამოიწვიოს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 9-10 იანვარს საქართველოს მთიან ზონებში მოსალოდნელია თოვლი, ზოგან შესაძლებელია ძლიერი.

სინოპტიკოსები თოვლთან ერთად, ნისლსა და ქარბუქსაც პროგნოზირებენ. მათივე ინფორმაციით, ზღვაზე 2-3 ბალიანი ღელვაა მოსალოდნელი.

,,ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია მთიან ზონებში ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს", - აცხადებენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში.