"ველოდებით ჩვენს პირველ შვილს" - იოანე ბაგრატიონ-მუხრანელი

იოანე (ხუან) ბაგრატიონ-მუხრანელი, რომელიც ესპანეთში მცხოვრებ ბაგრატიონთა შტოს წარმომადგენელია, პირველ შვილს ელოდება. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.

"ქრისტინე და მე მოხარულები ვართ გაცნობოთ, რომ ჩვენ ველოდებით ჩვენს პირველ შვილს 2021 წლის დასაწყისში. გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს”,- წერს სოციალურ ქსელში იოანე ბაგრატიონი.