ვერეს ხეობაში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა

ვერეს ხეობაში, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. სატვირთო ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა, ბორდიურზე ავიდა და თხრილში გადავარდა. 

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.