ვეცდებით ყავის დალევა ვისწავლოთ პირბადით - პოლიციამ სამი ადამიანი დააჯარიმა

გორში, ყავის დალევისას პირბადის გამოუყენებლების გამო სამი ადამიანი დააჯარიმეს.

ამის შესახებ პოსტს სოციალურ ქსელში მომხმარებელი ავრცელებს.

"მადლობა ბატონ სოსო დემეტრაშვილს. ვეცდებით ყავის დალევა ვისწავლოთ პირბადით

როგორც კი გიორგიმ ჰკითხა სიგარეტი როგორ მოვწიოო, პასუხი იყო, უნდა დაანებო სიგარეტს თავიო.

p.s არანაირი სიძულვილის შემცველი კომენტარი არ გააკეთოთ. უბრალოდ ფაქტი იყო სასაცილო და მაგიტომ გაგიზიარეთ",- წერს სოციალური ქსელის მომხმარებელი.