ვგმობთ ჟურნალისტ ვახო სანაიაზე ძალადობას - არჩილ თალაკვაძე

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე "ფორმულას" წამყვანზე, ვახო სანაიაზე თავდასხმის ფაქტს ეხმაურება:

"ვგმობთ ჟურნალისტ ვახო სანაიას მიმართ მომხდარ ძალადობას. ამ ინციდენტზე დროული და ეფექტური რეაგირება მკაფიო გზავნილი უნდა იყოს მათთვის, ვინც გამოსავალს ძალადობაში ხედავს" - აღნიშნავს არჩილ თალაკვაძე. 

შეგახსენებთ, ჟურნალისტ ვახო სანაიას და მისი მეუღლის ნათესავს ნასვამ მდგომარეობაშ მყოფი პირები თავს დაესხნენ.

ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით დაკავებულია სამი პირი.