ვინ არიან კორონავირუსით ახალი ინფიცირებულები

კორონავირუსის 17 ახალი შემთხვევიდან 11 ე.წ. ლენჯერის კლასტერს უკავშირდება. 

როგორც თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში აცხადებენ, 17 ინფიცირებულიდან 1 დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტია, 5 კი იმპორტირებული შემთხვევაა, საიდანაც 3 სატვირთო ავტომობილის მძღოლია.

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსის 17 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 1 411 გახდა.

გამოჯანმრთელებულების რაოდენობა ამ დროისთვის ისევ 1132-ს შეადგენს.