ვინ არის კორონავირუსით გარდაცვლილი 28- ე პაციენტი

28-ე პაციენტი, რომელიც საქართველოში კორონავირუსისგან გარდაიცვალა, ქუთაისში, ახალ ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობდა. 59 წლის ქალს დიაბეტი და ორმხრივი პნევმონია ჰქონდა. 

ქუთაისში ეს კორონავირუსით გარდაცვალების მესამე შემთხვევაა. 

დღეს საქართველოში კორონავირუსის 296 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 4 960-მდე გაიზარდა.