ვინ არის კორონავირუსით გარდაცვლილი მე-18 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსით მე-18 პაციენტი გარდაიცვალა. 

გარდაცვლილი რუსთავიდან იყო და ის 87 წლის ქალია.

როგორც report.ge- ს მცხეთის სამედიცინო ცენტრის დირექტორმა, ლიკა მუმლაძემ განუცხადა, მას თანხმლები დაავადებები ჰქონდა.

ქალს აღენიშნებოდა შაქრიანი დიაბეტი და გულის უკმარისობა.

სამედიცინო ცენტრში ის 29 ივლისს შეიყვანეს და მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.

ის მცხეთის ცხელების ცენტრში იყო მოთავსებული.

ცნობისთვის, ამ დროის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით 1421 პაცინეტია ინფიცირებული, გამოჯანმრთელებულია 1137 პირი.