ვის დაუშვებენ დღეს და ხვალ ღამის კლუბებში

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 31 დეკემბერს და 1 იანვარს ღამის კლუბებს საახალწლო ღონისძიებების გამართვის ნებართვა მიეცათ, - ამის შესახებ report.ge-ს მთავრობის პრესსამსახურიდან აცნობეს.

"სექტორთან კონსულტაციების შედეგად, მიღწეულია შეთანხმება, რომ ღონისძიებებზე დაიშვება სტუმართა შეზღუდული რაოდენობა, გამკაცრებული რეგულაციებით, რაც გულისხმობს შემდეგს:

- ღამის კლუბში დაიშვებიან სრულად ვაქცინირებული პირები;

- პირები, რომელთაც გადაიტანეს კორონავირუსი;

- აღნიშნულ კრიტერიუმებთან შეუსაბამობის შემთხვევაში, სავალდებულოა 48-საათიანი ვალიდურობის PCR-ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენა;

რეგულაციების აღსრულებას შესაბამისი უწყებები მკაცრად გააკონტროლებენ", - აღნიშნულია ინფორმაციაში.