ვითარება ზუგდიდისა და ფოთის შესასვლელებთან - ფოტოამბავი

სამეგრელო - ზემო სვანეთის მთელ ტერიტორიაზე საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილება აკრძალულია. 

მუნიციპალიტეტებს შორის განთავსებულია ე.წ. ბლოკ-პოსტები, სადაც სპეციალური ჯგუფები ყველა კერძო ავტომობილს ამოწმებენ. 

საგანგებო მდგომარეობის გამკაცრებულ წესებს შინაგან საქმეთა სამინისტროს და თვითმმართველობების წარმომადგენლები აკონტროლებენ. 

მოქალაქეებს შინ დარჩენის რეკომენდაცია აქვთ მიცემული.