"ვიცი, რომ არც მიქელასთან ამოვყოფ თავს და არც რატიანთან" - გიორგი ფხაკაძე

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე, რომელიც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა, ამბობს, რომ მიუხედავად ვაქცინაციისა, ხალხმრავალ ადგილებში პირბადის მოხსნას არ აპირებს. 

"მე გამიმართლა, ავიცერი კარგი ვაქცინით, რომელიც ვიცი, რომ დამიცავს. მაგრამ პირბადის მოხსნას, სადაც ხალხი იქნება, არ ვაპირებ, სანამ ბოლომდე არ ვიქნები კომფორტულად. 

თუ დამემართა ვირუსი, ისე რთულად არ ვიქნები და ვიცი, რომ არც მიქელასთან ამოვყოფ თავს და არც რატიანთან. საფრანგეთში რატიანთან მართლა არ მოვხვდები", - განაცხადა ფხაკაძემ.

ცნობისთვის, გიორგი ფხაკაძემ Pfizer-ის ვაქცინა საფრანგეთში გაიკეთა.