ინციდენტი ბათუმში - მეხანძრეებს ხანძრის ნაცვლად, გაზქურაზე დამწვარი ქვაბი დახვდათ

ბათუმში, პუშკინის ქუჩის მცხოვრებლებმა ცოტა ხნის წინ მეხანძრეები გამოიძახეს. ადგილობრივები იტყობინებოდნენ, რომ ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ძლიერი დაკვამლიანება იყო. შემთხვევის ადგილზე 4 სახანძრო ბრიგადა გავიდა. საცხოვრებელ სახლში შეღწევის შემდეგ კი მეხანძრეებს გაზქურაზე დამწვარი ქვაბი დახვდათ.

გაირკვა, ბინის მეპატრონეს გაზქურაზე საჭმელი დარჩა, რომელიც დაიწვა და დაკვამლიანება გამოიწვია. დაკვამლიანებას კი მეზობლების პანიკა მოჰყვა.