"ვრცელდება მუქარა" - საელჩო განცხადებას ავრცელებს

ისრაელში საქართველოს საელჩო სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს.

დიპლომატიური უწყება საქართველოს მოქალაქეებს აფრთხილებს.

"საქართველოს მოქალაქეებს კვლავ მოგიწოდებთ, დაიცავით უსაფრთხოების ზომები. მიმდინარე სამიზნე აშკელონი, აშდოთი, შდეროთი, აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაა.

ვრცელდება მუქარა თელ ავივის (შესაბამისად, გარშემო ქალაქების) მიმართულებაზე", - აღნიშნულია ინფორმაციაში.