ეზუგბაია: იმედი გვაქვს, რომ არ დამძიმდება

"კლინიკური მონაცემებით, ერთი მძიმე პაციენტის მდგომარეობა არ უმჯობესდება, მაგრამ არც უარესდება თვალხილულად და იმედი გვაქვს, რომ არ დამძიმდება, - ამის შესახებ იფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, კლინიკაში მყოფი პაციენტების მდგომარეობაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, პაციენტებს უტარდებათ შესაბამისი მკურნალობა, თუმცა დაავადების დინამიკა მკურნალობის მიუხედავად, 2 კვირის განმავლობაში შეიძლება დამძიმდეს.

"დანარჩენის შემთხვევებში, გვაქვს დადასტურებული 4 პნევმონია, მაგრამ მათი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, დანარჩენების მდგომარეობა მსუბუქია. ვირუსის გამოვლენიდან 13 დღის განმავლობაში, მოსალოდნელია დაავადების პროგრესირება, მკურნალობის მიუხედავად. დაავადების დინამიკა დამოკიდებულია პაციენტის იმუნურ სისტემაზეც", - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

მისივე თქმით, დღეს covid19-ზე კიდევ 6 პაციენტის ტესტის პასუხი გახდება ცნობილი.

შეგახსენებთ, გუშინ კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ამ დროისთვის, საქართველოში კორონავირუსის 23 შემთხვევაა დადასტურებული.

კარანტინის რეჟიმში 126 ადამიანია, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 46 პირი რჩება.