ვცდილობთ, ინდური შტამის საქართველოში შემოსვლა გადავადდეს - ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე ადასტურებს, რომ კორონავირუსის ე.წ. ინდური შტამი საქართველოშიც შეიძლება შემოვიდეს. მისი თქმით, სპეციალისტები მუშაობენ, რომ შტამი ქვეყანაში რაც შეიძლება გვიან შემოვიდეს.

"ინდოეთში ხომ ხედავთ, რაც ხდება, ძალიან სწრაფი გავრცელებაა. ამიტომ, ვცდილობთ, რომ ამ შტამის ქვეყანაში შემოსვლა გადავადდეს და პრევენცია მოხდეს", - ამბობს გამყრელიძე.

ინდური შტამი რეკორდულად სწრაფად ვრცელდება. ინდოეთში 4 დღის განმავლობაში 1 მილიონი ადამიანი დაინფიცირდა. შტამი უკვე 6 ქვეყანაშია გავრცელებული.