ვულოცავ ანტონს და შემდგომ წარმატებებს ვუსურვებ - ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ანტონ პლესნოის ბრინჯაოს მედალი მიულოცა.

"ანტონ პლესნოიმ საქართველოს მეხუთე ოლიმპიური მედალი მოუპოვა!

ვულოცავ ანტონს და შემდგომ წარმატებებს ვუსურვებ ჩვენს სპორტსმენებს!

საქართველოს პრემიერ-მინისტრი - ირაკლი ღარიბაშვილი", - ნათქვამია პრემიერ-მინისტრის პოსტში.