ვულოცავ მათ, ვინც ახლა უხილავ მტერს ებრძვის - კახა კალაძე

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ქრისტიანებს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა.

"სიკეთის, სიხარულის, იმედის უდიდეს დღესასწაულს გილოცავთ მეგობრებო!

ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომით დაე, მშვიდობა და კეთილდღეობა დამკვიდრებულიყოს ჩვენს ოჯახებში, მთელ ქვეყანაში, მსოფლიოში!

მინდა, დღევანდელი დღე განსაკუთრებულად მივულოცო მათ, ვინც ახლა უხილავ მტერს ებრძვის. ღმერთმა ინებოს მათი მალე გამოჯანმრთელება!

ქრისტე აღდგა!გილოცავთ!", -ნათქვამია კალაძის მილოცვაში.