ვულოცავ სახელოვან სპორტსმენს და საქართველოს ამ გამარჯვებას - კახა კალაძე

თბილისის მერმა კახა კალაძემ ვაჟა მარგველაშვილს ოლიმპიური მედალი მიულოცა. 

"ძიუდოისტმა ვაჟა მარგველაშვილმა ტოკიოში მიმდინარე ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს პირველი ოლიმპიური მედალი მოუტანა!

ვულოცავ ჩვენს სახელოვან სპორტსმენს და საქართველოს ამ წარმატებას!", - დაწერა Facebook-ზე კალაძემ. ვაჟა ამრგველაშვილმა დღეს საქართველოსთვის ამ თამაშების პირველი, ვერცლის მედალი მოიგო.