"ვუსამძიმრებ ბატონი გიგას ოჯახს, ახლობლებს და მეგობრებს" - შალვა პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი არქიტექტორ გიგა ბათიაშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

"ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ არქიტექტორის და ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის, გიგა ბათიაშვილის გარდაცვალების გამო.

განუზომელია ის დამსახურება, რომელიც მას ჩვენი დედაქალაქის და მისი ისტორიული იერსახის აღდგენა-შენარჩუნებაში მიუძღვის.საქართველოს პარლამენტის სახელით, ვუსამძიმრებ ბატონი გიგას ოჯახს, ახლობლებს და მეგობრებს", - წერს შალვა პაპუაშვილი.

არქიტექტორი გიგა ბათიაშვილი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა.