ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახის წევრებს, მეგობრებსა და ახლობლებს - ირაკლი კობახიძე

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე, დეპუტატი ირაკლი კობახიძე ბათუმის ტრაგედიის დროს გარდაცვლილთა ოჯახებს უსამძიმრებს. ამის შესახებ მან Facebook-ზე დაწერა. 

"სიტყვებით რთულია იმ მწუხარების გადმოცემა, რომელიც ასეთი ტრაგედიის დროს გეუფლება. თითოეული გარდაცვლილი ადამიანი, განსაკუთრებით თითოეული ბავშვი, რომლის გადარჩენის იმედიც გუშინ ყველა ჩვენგანს უკანასკნელ წუთამდე არ ტოვებდა, უდიდესი ტკივილია. ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახის წევრებს, მეგობრებსა და ახლობლებს.

მადლობა მაშველებს თავგანწირვისთვის!", - ნათქვამია ირაკლი კობახიძის სამძიმარში.