ვუსამძიმრებთ ოჯახებს და სრულიად საქართველოს - კახა კუჭავა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა ბათუმში მომხდარ ტრაგედიას გამოეხმაურა. 

"ყველა სიტყვა უძლურია. ვგლოვობთ ბათუმში მომხდარი საშინელი ტრაგედიის მსხვერპლთ, რომელთა შორის არიან ბავშვები. ვუსამძიმრებ მათ ოჯახებს და სრულიად საქართველოს", - ნათქვამია კახა კუჭავას სამძიმარში.