Wizz Air-მა საქართველოში ფრენები უვადოდ გადადო

დაბალბიუჯეტიან კომპანია Wizz Air, რომელსაც სექტემბრიდან საქართველოში ფრენები უნდა განეხორციელებინა, ფრენებს გაურკვეველი ვადით აუქმებს.

მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო ფრენების შეზღუდვის თარიღი სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ცნობით კვლავ 31 აგვისტოა, ხოლო Wizz Air-ს ბილეთების გაყიდვა დაწყებული უკვე ჰქონდა, დღეს მოულოდნელად რეისების უვადოდ გადადების შესახებ გახდა ცნობილი.

Wizz Air-ის მიერ ფრენების აღდგენის გადადების მიზეზები არ კონკრეტდება.