ზაურ დარგალი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა

მარნეულისა და გარდაბნის მაჟორიტარი დეპუტატი, ზაურ დარგალი კორონავირუსის საწინააღმდეგო "ფაიზერის" ვაქცინით აიცრა.

როგორც დარგალმა აღნიშნა, ვირუსისგან თავის დასაცავად იმუნიზაციის პროცესში ყველა მოქალაქე აქტიურად უნდა ჩაერთოს.

ცნობისთვის, 19 აგვისტოს საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა 23 986-მა ადამიანმა გაიკეთა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, სრულად ვაქცინირებულია 266 962 ადამიანი.

ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 4 743 ახალი შემთხვევა დადასტურდა. გამოჯანმრთელდა 3393 პაციენტი.

ვირუსით კიდევ 59 ადამიანი გარდაიცვალა.