ზაზა გახელაძის დედამ თვითმკვლელობა სცადა

საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული ზაზა გახელაძის დედამ, ნანა ბუნტურმა, თვითმკვლელობა სცადა. ამის შესახებ გახელაძის მამამ მთავარ არხთან საუბრისას თქვა.

"როდესაც ველოდებით 31-ში, რომ ჩემი შვილი სახლში უნდა ყოფილიყო და არ გამოვიდა, მეუღლე ძალიან ცუდ მდგომარეობაში ჩავარდა. შევიდა, 5-ლიტრიანით გამოიტანა ბენზინი და გადაისხა, რძალს რომ არ დაენახა, დღეს ნანა აღარ იქნებოდა". – თქვა გახელაძის მამამ. 

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ზაზა გახელაძე უკანონოდ 2020 წლის 11 ივლისს დააკავეს, ხოლო 2021 წლის 5 თებერვალს მას 12 წლითა და 6 თვით თავისუფლების უკანონოდ აღკვეთა „მიესაჯა“.