ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში მუშა დაიღუპა

ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში მომუშავე მუშას ესტაკადიდან გადმოვარდნილი მილი დაეცა. ის დღეს საავადმყოფოში გარდაიცვალა. გარდაცვლილი 65 წლის მამაკაცია.

"საწარმოში დღეს დილიდან მოკვლევას ატარებს სახელმწიფო შრომის ინსპექტორი. ორშაბათიდან კი მუშაობას ფაქტის კვლევის კომისია დაიწყებს, რომლის შემადგენლობაშიც ზესტაფონის მეტალურგიული მრეწველობის პროფკავშირის წარმომადგენელიც იქნება შეყვანილი", — აცხადებენ პროფკავშირებში.