ზესტაფონის შესასვლელთან 5 კილომეტრიანი საცობია

ქალაქ ზესტაფონის შესასვლელთან 5 კილომეტრიანი საცობია. როგორც report.ge-ს კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, დაბა შორაპანთან, უკვე ერთი საათია, მოქალაქეები ავტომობილებით გადაადგილებას ვერ ახერხებენ. მძღოლების ინფორმაციით, ინტენსიური თოვის გამო, ზესტაფონის ტერიტორიაზე მანქანები ვერ გადაადგილდებიან.

ინფორმაციას ადასტურებენ გზების დეპარტამენტში. უწყების ინფორმაციით შროშა-ზესტაფონის მონაკვეთზე ვრცელდება. აღნიშნულ მონაკვეთზე მოძრაობა სრულად აიკრძალა მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის. მსუბუქი მანქანები კი შეფერხებით მოძრაობენ.